თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სირანაშვილმა განუცხადა, ის საგამოძიებო ორგანოში, 13:00 საათზე მივა.

„ყაზბეგის N42-ში, საგამოძიებო უწყებაში ვარ დაბარებული იმ მოძალადე პოლიციელების მიმართ ჩვენების მისაცემად და მოდის მთელი ადვოკატთა ასოციაცია“, - აცხადებს სირანაშვილი.

რაც შეეხება თამაზ ელიზბარაშვილს, ის ამ დრომდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მას 72-საათიანი ვადა იმისათვის, რომ სასამართლომ მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელოს, ხვალ ეწურება.

თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ კი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

დაკავებამდე, მის საცხოვრებელ სახლსა და ავტომობილში ჩხრეკა ჩატარდა.

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ია სირანაშვილის განცხადებით, სწორედ იმ დროს, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, რასაც ის მობილური ტელეფონით იღებდა, სამართალდამცავებმა „ბინიდან გამოაგდეს და წიხლები ურტყეს“. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია