მედია - დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადების შესაძლებლობას განიხილავს

დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადების შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანაშემწეებთან პირად საუბრებში განიხილავს „გამოაცხადოს თუ არა ირანთან ომი დასრულებულად“, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირაში აშშ-მა და ირანმა ახლო აღმოსავლეთში ცეცხლი გაცვალეს.

წყაროების თქმით, ტრამპი აღნიშნულ ნაბიჯს მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანს „ბირთვული პროგრამის გაუქმებას“ აიძულებს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ პირადი საუბრების მიუხედავად, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალების დარჩენის დროს 2027 წლამდე ახანგრძლივებს.

WSJ-ის ცნობით, ამჟამად აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში 50000 სამხედრო მოსამსახურე, 19 სამხედრო გემი, 2 ავიამზიდი და 13 საესკადრო ნაღმოსანი ჰყავს განლაგებული.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს