ნანუკა ჟორჟოლიანი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე დღეს საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოსაკითხად მისვლას გეგმავს.

როგორც ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, პროკურატურის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია.

„დამიბარეს, მაგრამ ხვალ მივალ სასამართლოში. ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩემს სტატუსთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყველა საქმეზე გამოძიებასთან ვთანამშრომლობ და მათთან დაკითხვაზე ყოველთვის დავდივარ, ახლა ავირჩიე ჩემი პირადი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები. ირაკლი ღარიბაშვილის საქმე ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი არ არის. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, სხვებს გაუგზავნონ მესიჯი, რომ ამ თემაზე აქტიურობა და საჯაროდ სტატუსების წერა ამ დისკომფორტს გამოიწვევს, რომ საკითხებზე სიარული მოუწევთ. ჩემი აზრით, მხოლოდ ამას ემსახურება ჩვენი დაკითხვაზე დაბარება“,-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ის მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გასაჯაროებული წერილები მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქამდე ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი, მაგრამ ახლა საერთოდ გამოვრიცხავ არასერიოზულობას იმიტომ, რომ ისეთ სიგიჟე ჩიხში შედიან, ჩემთვის ეს თემა შიშის გამოვლინება არის. ხატია დეკანოიძე, ნიკა გვარამია, სოციალურად აქტიურ ყველა ადამიანს უგზავნიან მესიჯს: „ახლა ესენი დავიბარე დაკითხვაზე და თქვენ რას გიზამთ“. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან ეშინიათ“,-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება და ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. უწყების ცნობითვე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია