ბესო შენგელია - დღეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მოვუტანეთ ძველი საწვავის ავზი, რაც არის ოკუპანტთან უღირსი თანამშრომლობის სიმბოლო - ბენზინში სამშობლო არ იცვლება, დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია!

დღეს, სიმბოლურად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს მოვუტანეთ ძველი საწვავის ავზი. ეს არის ოკუპანტთან იმ უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლო, რომელსაც თქვენ დუმილით აფარებთ ხელს,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბესო შენგელიამ დღევანდელ ბრიფინგზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

მისი თქმით, გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთში უკანონოდ შეტანილ საწვავზე დუმს, რის გამოც მან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს სიმბოლურად საწვავის ავზი მიუტანა. ბესო შენგელიას განცხადებით, „ოკუპანტებისგან მიღებულ ფულზე საქართველო არ იყიდება და ღალატით ქვეყანა ვერ გამთლიანდება“.

„დღეს მოვედით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისთან, რადგან გვაქვს ერთი პირდაპირი და პრინციპული კითხვა: რატომ დუმს ეს უწყება და მისი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, როდესაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის? ეს არ არის უბრალოდ კონტრაბანდა, ეს არის სეპარატისტებთან და რუს ოკუპანტებთან პირდაპირი, დანაშაულებრივი თანამშრომლობა! საწვავი, რომელიც აქედან შედის, პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო რეჟიმს. იმ რესურსს, რომელსაც მათ აწვდით, ხვალ ისევ ქართველების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ! ამ მოღალატეობრივ სქემაში ჩართულები არიან რუსული "როსნეფტი", სეპარატისტული "აფხაზტოპი", კრემლთან დაახლოებული ქართველების მტრები - სეპარატისტი ოსგანები და არძინბას ოჯახი, ასევე "ქართული ოცნების" რეჟიმის მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები. როდესაც ვხედავთ, რომ ამ რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები - ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი - საკუთარ ჯარსა და ჯარისკაცებს პარავდნენ ფულს, რის გამოც ყოფილ პრემიერს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ჩვენ უკვე აღარაფერი გვიკვირს! ვინც საკუთარ ჯარს პარავს, ის არც ოკუპანტთან და სეპარატისტებთან ფინანსურ გარიგებებს მოერიდება, მაგრამ იცოდეთ: სანამ ასეულობით და ათასობით დევნილი თავად არ დადგება ამ შენობასთან და არ მოგიწყობთ პოლიტიკურ ჯოჯოხეთს, მანამდე მოეგეთ გონს! დღეს, სიმბოლურად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს მოვუტანეთ ეს ძველი საწვავის ავზი (რუსული კანისტრა). ეს არის ოკუპანტთან იმ უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლო, რომელსაც თქვენ დუმილით აფარებთ ხელს. ეს საწვავის ავზი (რუსული კანისტრა) გადმოგეცემათ საჩუქრად, რათა იცოდეთ: ბენზინში სამშობლო არ იცვლება, ოკუპანტებისგან მიღებულ ფულზე საქართველო არ იყიდება და ღალატით ქვეყანა ვერ გამთლიანდება! დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, მოითხოვეთ ამ დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ფაქტის აღკვეთა!",-განაცხადა ბესო შენგელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბრიფინგის გამართვამდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე ბესო შენგელიას შეხვდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს