მარია ზახაროვა - ნორვეგიის მიერ რუსული გემის დაკავება ნამდვილი მეკობრეობაა - დასავლეთმა „ჯეკ ბეღურა“ თანამედროვეობის საკუთარ სიმბოლოდ აქცია

ნორვეგიის მიერ რუსული გემის დაკავება ნამდვილი მეკობრეობაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„უკეთესი სიტყვა იქნებოდა მოიტაცა და არა დააკავა. ახლა ჩვენ საერთო სურათს ვხედავთ იმისა, თუ რაც ხდება. დასავლეთმა მეკობრეობა ლეგალური გახადა. მე ვიტყოდი, რომ მეკობრეობის ფარდა ჩამოიხსნა. მსგავსი რამ ცივი ომის პერიოდშიც არ ყოფილა. დასავლეთმა „ჯეკ ბეღურა“ თანამედროვეობის საკუთარ სიმბოლოდ აქცია“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, გუშინ ნორვეგიამ უკრაინის მოთხოვნის შემდეგ რუსული გემი „პროფესორ მოლჩანოვი“ დააკავა. გემი კომერციული საექსპედიციო კრუიზებისთვის გამოიყენება.

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ნაფტოგაზის“ ცნობით, გემის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ნორვეგიის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში „ნაფტოგაზის ჯგუფის“ აქტივების უკანონო მიტაცების გამო რუსეთისგან დაახლოებით 4.22 მილიარდი დოლარის ხარჯების ამოღებას ითვალისწინებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს