პედრო სანჩესი - არ არსებობს მტკიცებულება, რომ სეუტაში მიგრანტების შეჭრა მაროკოს ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული

არ არსებობს მტკიცებულება, რომ სეუტაში მიგრანტების შეჭრა მაროკოს ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არც ერთ ინსტიტუტს, არც დიპლომატიურ სამსახურს, არც ევროკომისიას და არც რომელიმე საერთაშორისო ორგანოს, ესპანეთის მთავრობისთვის არ მოუწოდებია მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ინციდენტი მაროკოს მიერ დაიგეგმა ან განხორციელდა“, - განაცხადა სანჩესმა.

2 სექტემბერს სეუტაში 80000-მდე ადამიანმა ესპანეთის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტა. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „სეუტა არ იყიდება“.

შეგახსენებთ, 30 ივლისს, მაროკოდან სეუტას ანკლავში 70000-ზე მეტი მიგრანტი შეიჭრა. სეუტას ხელმძღვანელობის ცნობით, ანკლავის ტერიტორიაზე 10000-მდე მიგრანტი რჩება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს