ადვოკატი - ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიებას იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რაც განცხადებაში უკვე აღნიშნა

ადვოკატ ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიებას იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რაც მან განცხადებაში უკვე ისაუბრა. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის ციხეში შესვლამდე განუცხადა.

მისი თქმით, დამატებით განმარტებებს ირაკლი ღარიბაშვილის ნახვის შემდგომ გააკეთებს.

რაც შეეხება იმას, ღარიბაშვილი ელოდებოდა თუ არა გამომძიებლების შესვლას ციხეში, ადვოკატი ამბობს, რომ ამაზე არ უსაუბრიათ.

„ვერ გეტყვით, რა კითხვები ექნებათ. ირაკლი ღარიბაშვილი [გამოძიებას] იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რაც მან უკვე განცხადებაში აღნიშნა. უნდა შევიდე და გავესაუბრო. [წერილში] არაფერზე არ მიუთითებდა. ადამიანმა აღნიშნა კიდევაც, რომ რამდენიმე დღით ადრე გაიგო ეს ამბავი და ფიზიკურად, სხვა ინფორმაცია ვერც ექნება. ამ ეტაპზე, დამატებით ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია