დეველოპერულ პროექტში AVE.NEW აგროჰაბის ჰიპერმარკეტი განთავსდება, რომელიც 2028 წელს გაიხსნება - თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს ყოველდღიური საჭიროებების მნიშვნელოვანი ობიექტი ემატება.
AVE.NEW-სა და აგროჰაბს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ახალი გამზირის ტერიტორიაზე აგროჰაბის ჰიპერმარკეტი განთავსდება.
თანამშრომლობის ფარგლებში აგროჰაბს პროექტში 3800 კვ.მ ფართობი დაეთმობა. მომხმარებლებისთვის ასევე მოეწყობა 3-დონიანი ავტოსადგომი 200 მანქანაზე და 3 სამგზავრო ლიფტი, რაც ჰიპერმარკეტთან მისვლას და სივრცის გამოყენებას უფრო კომფორტულს გახდის.
აგროჰაბის ინტეგრირება AVE.NEW-ს კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტი დაახლოებით 3 000-მდე ბინას, კომერციულ და საოფისე სივრცეებს აერთიანებს და მრავალფუნქციურ ურბანულ გარემოს ქმნის, რომელიც მომავალ მაცხოვრებლებსა და პროექტის ვიზიტორებს ყოველდღიური საჭიროებების მარტივად და კომფორტულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემს.
„AVE.NEW-ში პარტნიორების შერჩევას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტნიორმა პროექტს რეალური ღირებულება შემატოს და მაცხოვრებლებისთვის გარემო გააუმჯობესოს. აგროჰაბის შემთხვევაში გვაერთიანებს ხედვა, რომ თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე არის გარემო, სადაც ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტები ერთმანეთთან ახლოს და კომფორტულად არის თავმოყრილი“, — აცხადებს AVE.NEW-ს დირექტორი თემურ გიგნაძე.
აგროჰაბის ჰიპერმარკეტი პროექტის კომერციულ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. პროექტის მასშტაბი, საცხოვრებელი და საოფისე ფართები ქმნის სტაბილურ სამომხმარებლო ნაკადს, რაც ჰიპერმარკეტისთვის მიმზიდველ კომერციულ გარემოს აყალიბებს. ამასთან ერთად, პროექტის მდებარეობა და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა მას საინტერესო ლოკაციად აქცევს არა მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის, არამედ მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისთვისაც.
„AVE.NEW-სთან თანამშრომლობა აგროჰაბისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა. პროექტის მასშტაბი, საცხოვრებელი და საოფისე სივრცეები ქმნის სტაბილურ სამომხმარებლო ნაკადს და ჩვენთვის მიმზიდველ კომერციულ გარემოს. ამასთან, პროექტის მრავალფუნქციური კონცეფცია და თანამედროვე მიდგომა კარგად ეხმიანება ჩვენს ხედვას — მომხმარებელს ერთ სივრცეში შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქტი, საკუთარი წარმოება და სრულფასოვანი სამომხმარებლო გამოცდილება. გვჯერა, რომ AVE.NEW-სთან პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს, აგროჰაბის გამოცდილება კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ“ , — აღნიშნავს აგროჰაბის დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი.

AVE.NEW – ახალი გამზირი აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე მასშტაბური, მრავალფუნქციური პროექტია. მისი განვითარება 4 ეტაპად განხორციელდება. ამჟამად A ბლოკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2 საცხოვრებელ კორპუსსა და აგროჰაბის ჰიპერმარკეტს აერთიანებს.
პროექტი საცხოვრებელ ბინებს, კომერციულ და საოფისე სივრცეებს, 25 000 მ² რეკრეაციულ ზონასა და სპორტულ, საბავშვო და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას მოიცავს.
აგროჰაბის ჰიპერმარკეტი პროექტის კომერციულ პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს და მაცხოვრებლებისა და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისთვის ყოველდღიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
(R)