ვლადიმერ პუტინი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველთვიურად 8-12 ათას ადამიანს კარგავს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველთვიურად 8-12 ათას ადამიანს კარგავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„მოწინააღმდეგის დანაკარგები ყოველთვიურად იზრდება. დანაკარგების რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც მობილიზაციის შედეგად ან საავადმყოფოებიდან დაბრუნების შემდეგ იღებენ. ყოველთვიურად დანაკარგი 8-12 ათას ადამიანს შეადგენს“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, უკრაინაში „დეზერტირების რაოდენობა ძალიან დიდია“.

„მოწინააღმდეგის მზადყოფნის დონე და მოტივაცია ძალიან დაბალია, დეზერტირების რაოდენობა კი ძალიან დიდია. ოფიციალურად, იქ დეზერტირობისთვის 300000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ვფიქრობ, რეალურად, მათი რაოდენობა, სულ მცირე, ნახევარი მილიონია“, - აღნიშნა პუტინმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს