დიდმა ბრიტანეთმა ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი დრონის ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა

დიდმა ბრიტანეთმა ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი დრონის ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა, - ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს გერმანიას ლაიფციგის აეროპორტზე რუსეთის მიერ განხორციელებული წინდაუხედავი თავდასხმის შემდეგ“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ნატო-ს მოკავშირეების დაცვისა და უკრაინის მხარდაჭერის მიმართ დიდი ბრიტანეთის ერთგულება ურყევია.

„რუსეთის ნებისმიერ მცდელობა, შეარყიოს ჩვენი სიმტკიცე, უშედეგოა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 1-ელ სექტემბერს გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდული თავდასხმის მოწყობაში დაადანაშაულა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გამოაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში - „რუსული სახლი“, ხოლო რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია