საქართველო „ოსკარზე“ წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმით - „გურია“

საქართველო „ოსკარზე“ წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმით - „გურია“.

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი", საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კანდიდატი ფილმის შესარჩევი კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით ჩატარდა. ფილმი სპეციალურმა კომისიამ ეროვნული არქივის კინოთეატრში, ფარული კენჭისყრის შედეგად, გამოავლინა.

ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5 ფილმი მონაწილეობდა:

„მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;

„ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია;

„გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე;

„მეორეხარისხოვანი როლი“, რეჟისორი ანა ურუშაძე;

„გურია“, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა