სარატოვის ოლქში რუს სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმა განხორციელდა  - რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, დაჭრილი პირი გენერალ-მაიორი ნიკოლაი ვარპახოვიჩია

სარატოვის ოლქში რუს სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა სამხედრო მოსამსახურის ვინაობა არ დაასახელა.

დაშავებული რუსი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, თავდასხმის სამიზნე გენერალ-მაიორი ნიკოლაი ვარპახოვიჩი იყო, რომელიც რუსეთის კოსმოსური-საჰაერო ძალების 22-ე მძიმე ბომბდამშენი ავიადივიზიის მეთაურია.

მათივე ინფორმაციით, ვარპახოვიჩს თავდასმხმელმა სახლთან რამდენჯერმე ესროლა, რის შედეგადაც, დაიჭრა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინული მედია წერს, რომ 31 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ნიკოლაი ვარპახოვიჩს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გამოძიების განცხადებით, 2024 წლის 8 ივლისს კიევში „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის ბრძანება სწორედ ვარპახოვიჩმა გასცა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს