გიორგი სიორიძე - ვაიმარის ფორმატი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესია და მისი განგრძობითი დაინტერესება ჩვენი ქვეყნით დადასტურებულია იმითაც, რომ ამ ფორმატის 35-ე იუბილეზე საქართველო კვლავ იქნება ევროპული სახელმწიფოების განხილვის დღის წესრიგში

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატის 35-ე იუბილეზე საქართველო კვლავ იქნება ევროპული სახელმწიფოების განხილვის დღის წესრიგში, რითაც დასტურდება წევრი ქვეყნების „განგრძობითი დაინტერესება ჩვენი ქვეყნით“.

გიორგი სიორიძის თქმით, რადგან „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ არის განგრძობადი, ეს ნიშნავს, რომ „ზეწოლა რეჟიმზე აუცილებლად გაგრძელდება“.

„ვაიმარის ფორმატი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფორმატია ევროპულ დონეზე და მისი განგრძობითი დაინტერესება ჩვენი ქვეყნით დადასტურებულია იმითიც, რომ ამ ფორმატის 35-ე იუბილეზე საქართველო კვლავ იქნება ევროპული სახელმწიფოების განხილვის დღის წესრიგში. ვაიმარის ტრიო აქამდეც ინტენსიურად იყო ჩართული ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის გზების ძიებაში, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გვქონია არაერთი კონსულტაცია მათთან. ის, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ხელისუფლებები ასეთ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ, გამოიხატება იმაშიც, რომ მათი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ არის განგრძობადი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზეწოლა რეჟიმზე აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ინფორმაციისთვის, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პოლონეთის საგარეო უწყების ცნობით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - იოჰან ვადეფული, ჟან-ნოელ ბარო და რადოსლავ სიკორსკი ვაიმარში, აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატის 35-ე წლისთავს აღნიშნავენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს