მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილს ისტერიულად ეშინია მოწამვლის, ეშინია სასეირნოდ გასვლის, რადგან ადვილია მოულოდნელად "თავის ჩამოხრჩობა“, ციხეში მიცემულ წამლებსაც არ იღებს - ღარიბაშვილთანაც კი არ შეიძლება ასე მოპყრობა

ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობად გაფორმებულ მკვლელობაზე ყველაფერი იცის ზვიად ხარაზიშვილმა (ხარებამ). სწორედ ეროსის მოშორების შემდეგ იქცა ხარება პატრონის საყვარელ სპეცრაზმელად, როგორც მაგარი "ისპალნიწელი". რაც შეეხება ღარიბაშვილს, ჩემთვის უკვე თვეზე მეტია, დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ისტერიულად ეშინია მოწამვლის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, „თუ ვინ შეიძლება გასცეს საქართველოში მისი ლიკვიდაციის ბრძანება“.

„საქართველოს მართავს მკვლელების კორპორაცია. რუსთავი 2-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობად გაფორმებულ მკვლელობაზე ყველაფერი იცის ზვიად ხარაზიშვილმა (ხარებამ).

სწორედ ეროსის მოშორების შემდეგ იქცა ხარება პატრონის საყვარელ სპეცრაზმელად, როგორც მაგარი "ისპალნიწელი".

ამის შესახებ ცნობილია „ქოცების“ საკმაოდ ფართო წრისთვის და ასევე, ეროსის მოსყიდული დაშინებული და გაჩუმებული ნათესავებისთვის. აუცილებლად, ყველა, ყველაფერზე აგებს პასუხს.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, ჩემთვის უკვე თვეზე მეტია, დანამდვილებით არის ცნობილი (ამ პატარა ციხეში სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია), რომ ისტერიულად ეშინია მოწამვლის. თუ როგორ ხდება ციხეში მოწამვლა ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, არა ყურმოკრულად ვიღაცისგან.

ასევე ეშინია სასეირნოდ გასვლის (დღეში ერთხელ ეკუთვნის) იმიტომ რომ იქ ძირითადი კორპუსის გარეთ მარტო აღმოჩნდება და ადვილია მოულოდნელად "თავის ჩამოხრჩობა". ციხეში მიცემულ წამლებსაც არ იღებს, რადგან მოწამვლის ეშინია.

ამ ბოლო დღეებში ის უკვე მეოთხედ მოინახულა ციხის ფსიქიატრმა. ღარიბაშვილი ნამდვილად კრიმინალური ურჩხულია, მაგრამ ურჩხულსაც აქვს ადამიანის უფლებები და განსხვავებით ქოცებისგან, რომელთაც დღემდე უხარიათ ჩემი ციხეში წამება, მოწამვლა და შევიწროება, მე ნამდვილად ვთვლი, რომ ღარიბაშვილთანაც კი არ შეიძლება ასე მოპყრობა.

ციხის თანამშრომლები ამბობენ, რომ ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის პატიმარი არ ჰყოლიათ და ასევე არანაირი ცალკე აღებული კობახიძის ღარიბაშვილს არ ეშინია. ვინ ვინ და "ტრი-ტრი ანტუანმა" ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ შეიძლება გასცეს საქართველოში მისი ლიკვიდაციის ბრძანება.

კობახიძე ისეთივე არარაობაა, როგორც ღარიბაშვილი.

უბრალოდ ახლა ის საფრთხეს წარმოადგენს, იმდენად რამდენად სწორად ის აზის პატრონის ყურს.

ფაქტია, რომ ეს მაფიოზური სინდიკატი საშიშია არა მხოლოდ სინდიკატის ყოფილი წევრებისთვის, არამედ თითოეული ქართველისთვის.

სანამ იარსებებს ეს მაფიოზური დაჯგუფება, მანამ ყოველთვის იქნებიან "ხარებები" და "თვითმკვლელობების" ადგილზე შეტრიალებული სამეთვალყურეო კამერები და სულ უფრო მეტი ადამიანი გამოესალმება სიცოცხლეს. მოქმედების დროა!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია