გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკის მხარდასაჭერად დამატებით 250 მილიონი ევრო გადასცა

გერმანიამ უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერ ფონდს დამატებითი 250 მილიონი ევრო გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის საკითხებში, დენის შმიგალი ავრცელებს.

“მადლობას ვუხდი გერმანიის მთავრობას და პირადად ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრს, კატერინა რაიხეს. ამ მხარდაჭერას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს ზამთრამდე უკრაინის ენერგეტიკის სიმყარის გაძლიერებისთვის”, - წერს შმიგალი.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერი ფონდის უდიდესი დონორია და დღეს, 3 სექტემბერს, გამოცხადებული შენატანით, გერმანიის საერთო წვლილი 807 მილიონი ევროა. მთლიანობაში, დონორებმა ფონდში 2.4 მილიარდ ევროზე მეტი შეიტანეს.

თუმცა, შმიგალის თქმით, მუდმივი რუსული თავდასხმების პირობებში უკრაინული ენერგეტიკული კომპანიების საჭიროებები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს