ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები შეხვედრებს კიევსა და მოსკოვში გამართავენ

დონალდ ტრამპის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ კიევსა და მოსკოვში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ამ წამს თათბირი გავმართე გუნდთან, რომელიც მოლაპარაკებებითაა დაკავებული ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად 24/7-ზე მათთან კავშირში ვართ და ახლა შეხვედრებისთვის ვემზადებით. არის წინასწარი ვადები.

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ვნახავთ აქ, კიევში. მათგან დასტური არის: მათი შეხვედრა გაიმართება მოსკოვში და კიევში. შეხვედრის იმედი გვაქვს უახლოეს დღეებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ აშშ მომავალშიც აქტიური დარჩეს. მზად ვართ მათთან შეხვედრებისთვის კიევში - მაღალ დონეზე, არსებითად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში