ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ნეპალში, მდინარე ტრიშულიზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული გვირაბიდან, წყალდიდობიდან 9 დღის შემდეგ, ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ენერგეტიკის მინისტრის, ბირაჯ ბჰაქტა შრეშთას, ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა - სანჯაი საჰი და კაბირ მაჰარჯანი - ამოიყვანეს.

ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწემ Reuters-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი გადარჩენილი ხელებსა და ფეხებს ვერ ამოძრავებს, მეორეს კი კრიტიკული დაზიანებები არ აღენიშნება.

მისი თქმით, ორივე მათგანი კატმანდუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიციალური პირები და მაშველები მიიჩნევენ, რომ 26 აგვისტოს მდინარე ტრიშულის ზემო დინებაში მყინვარის ჩამოშლის შედეგად, მდინარის გასწვრივ მდებარე ექვს ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებულ გვირაბებში, სულ მცირე, 900 ადამიანი აღმოჩნდა ჩარჩენილი.

შეგახსენებთ, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად ნეპალში სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა და 4 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 21-ია, ხოლო 540-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს