დანია ევროკავშირის გარეთ მდებარე დაბრუნების ცენტრში პირველი მიგრანტების გაგზავნას 2027 წელს გეგმავს

დანიის განცხადებით, 2027 წლის ბოლოსთვის მზად იქნება, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე დაბრუნების ცენტრში გააგზავნოს ის მიგრანტები, რომლებსაც ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების უფლება არ აქვთ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი მორტენ ბოდსკოვი კოპენჰაგენში დღეს გერმანელ, ავსტრიელ, ნიდერლანდელ და ბერძენ კოლეგებს შეხვდება, რათა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან დაბრუნების ცენტრის შესახებ ბლოკის პირველი პარტნიორული შეთანხმებისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯები შეათანხმონ.

„ევროკავშირის გარეთ დაბრუნების ცენტრის შექმნის საქმეში ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ახლა ამის მიღწევასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ეს ნიშნავს, რომ დანიის მხრიდან, ველოდებით, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის მზად ვიქნებით პირველი უცხოელების პარტნიორ ქვეყანაში გასაგზავნად“, - განაცხადა ბოდსკოვმა.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანასთან ან ქვეყნებთან შეიძლება ამ ხუთმა ქვეყანამ პარტნიორობა დაამყაროს.

ევროპარლამენტმა ივნისში დაამტკიცა მიგრაციის პოლიტიკის გადახედვის რეგულაცია, რომლის მიზანია დეპორტაციების დაჩქარება და წევრი სახელმწიფოებისთვის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაკავების ცენტრების შექმნის შესაძლებლობის მიცემა. კრიტიკოსების განცხადებით, ამან შესაძლოა თავშესაფრის მაძიებელთა დაცვის მექანიზმები

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია