სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში სამუშაო ვიზით მყოფ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს (HCNM) კრისტოფ კამპს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა ეუთო-ს კომისარს ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით აპარატის საქმიანობა გააცნო, ისაუბრა წლიურ ანგარიშებში ასახულ გამოწვევებსა და მათ გადასაჭრელად შემუშავებულ რეკომენდაციებზე.

„განიხილეს ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ენის ბარიერის, განათლების, ინფორმაციასა და სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე და ეუთოს უმაღლესი კომისრის პოლიტიკური და სამართლებრივი მრჩეველი ენ-სესილ ლეივრაზი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს