გიორგი კაკაურიძე - თუ ჩვენ შევხედავთ წლიური ინფლაციის მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ედრება ეს, ედრება გასულ წელს არსებულ ფასს - ინფლაციის მაჩვენებელი არის შემცირებული, თუმცა წინა წელთან შედარებით მომატებული

თუ ჩვენ შევხედავთ წლიური ინფლაციის მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ედრება ეს - ედრება გასულ წელს არსებულ ფასს - ინფლაციის მაჩვენებელი არის შემცირებული, თუმცა წინა წელთან შედარებით არის მომატებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა.

მისი თქმით, წელს ეტაპობრივად უნდა ველოდოთ, რომ ინფლაცია ჩამოვა დაბლა და ჯამში წლის ბოლოს საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 5% იქნება, მომდევნო წელს კი პროცესის კლებადი ტენდენცია იქნება.

„თუ ჩვენ შევხედავთ წლიური ინფლაციის მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ედრება ეს - ედრება გასულ წელს არსებულ ფასს. კომისიამ თუ იმუშავა და თუ რამე გააკეთა, კომისიის ნამუშევარი შეიძლება გამოჩნდეს წინა თვესთან შედარებით. მაგალითად, ივლისში იყო გარკვეული შემცირება წინა თვესთან შედარებით. თუმცა წლიურ ჭრილში იყო 5,8% ექვსი თვის მდგომარეობით, ანუ ივნისის ბოლოს იყო 5,8%, დღეის მდგომარეობით არის 5,6%. ანუ ინფლაციის მაჩვენებელი არის შემცირებული, თუმცა წინა წელთან შედარებით არის მომატებული. რატომ გაიზარდა წინა წელთან შედარებით? რამდენიმე კომპონენტია და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, არის ნავთობის ფასების ზრდა. საკმაოდ გაიზარდა ნავთობის ფასები, რამაც, შესაბამისად, მერე იმოქმედა სხვა პროდუქტებზეც. ასევე გაიზარდა სხვადასხვა კომუნალურ ნაწილში ხარჯები, რამაც საბოლოოდ იმოქმედა ინფლაციაზეც. „საქსტატს“ გამოქვეყნებულიც აქვს, რომელმა კომპონენტი რამდენით აისახა საბოლოო ჯამში ინფლაციაზე და ეს იყო ის, რამაც გამოიწვია ჯამში 5,6%-იანი ინფლაცია.

წელს ჩვენ ეტაპობრივად უნდა ველოდოთ, რომ ჩამოვა დაბლა და ჯამში წლის ბოლოს იქნება საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 5% და მომდევნო წელს პროცესის კლებადი ტენდენცია იქნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე, ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, როგორ აისახება მოსახლეობაზე მაშინ, თუ ფასები არ იკლებს, კაკაურიძემ უპასუხა, რომ ეკონომიკურმა ზრდამ უნდა მოგვცეს დამატებითი შემოსავალი, როგორც ქვეყანას, ასევე თითოეულ მოქალაქეს იმისათვის, რომ ინფლაციაზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს.

„მნიშვნელოვანი არის, რომ ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცეს დამატებითი შემოსავალი, როგორც ქვეყანას, ასევე თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და ამ ქვეყანაში ცხოვრობს, იმისათვის, რომ ინფლაციაზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს. ჩვენ თუ შევხედავთ ნებისმიერ ქვეყანას, ინფლაცია არის ყველა ქვეყანაში - ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, თუმცა ეკონომიკური ზრდა არის ის მაჩვენებელი, რომელმაც დამატებითი შემოსავალი უნდა მისცეს ადამიანებს. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის გარეშე ნულოვანი ინფლაცია იქნება ქვეყნისთვის დამღუპველი. ამიტომ ინფლაცია იქნება ყოველთვის. სასურველია იყოს მის მიზნობრივ მაჩვენებელზე, რომელიც 3%-ია და, დღეის მდგომარეობით, უფრო მაღალია ინფლაცია, ვიდრე მისი მიზნობრივი მაჩვენებელი, თუმცა მომდევნო წლიდან, ვფიქრობთ, რომ დაუბრუნდება მის 3%-იან მაჩვენებელს. ისევე, როგორც, დიდი ალბათობით, ეკონომიკური ზრდაც ასეთი მაღალი ვერ იქნება და ეტაპობრივად დაუბრუნდება მის ბუნებრივ დონეს, რაც არის დაახლოებით 5,5%“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია