ელენე ხოშტარია - ღარიბაშვილის წერილები ერთი მხრივ არის დაუფარავი აღვირახსნილობა, მეორე მხრივ კი ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ უკვე ძალიან შესამჩნევ რღვევას - ბრძოლა ნიშნებს იღებს და გარდაუვალია, რომ რეჟიმს დაასრულებს

ყველა მოქალაქემ უნდა იამაყოს, რომ მათი შეუპოვარი, რთული ბრძოლა, უკვე ნიშნებს ნამდვილად აჩვენებს, საბოლოო ჯამში, როცა იწყება რღვევა, ის, გარდაუვალია, რომ დაასრულებს რეჟიმს, უბრალოდ, მოთმინებით უნდა გავაგრძელოთ იმავეს კეთება ბოლომდე,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპატიმროდან გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებაში განაცხადა, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

ხოშტარიას თქმით, რეჟიმის რღვევის ნიშნები უკვე აშკარაა, ღარიბაშვილის წერილები კი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არის „დაუფარავი აღვირახსნილობა და კრიმინალური უკანონობა, რომელიც არც იფუთება“.

„ღარიბაშვილის კრიზისი და წერილები ორი თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ. ერთი ეს არის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს არის დაუფარავი აღვირახსნილობა, კრიმინალური უკანონობა, რომელიც არც იფუთება, არც მალავენ, რომ კრიმინალური წესებით მოქმედებენ. ასევე, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილი ამ კონკრეტულ მომენტში არის მსხვერპლი, მისი უფლებების რღვევა არის დაუშვებელი და აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურად როგორ ვუყურებთ მას, არც იმას აქვს მნიშვნელობა, თამაშის ნაწილია თუ არა, ფაქტია, რომ მისი უფლებები ირღვევა, წერტილი. რაც შეეხება პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეს ნიშნავს ცალსახად „ქართულ ოცნებაში“ უკვე ძალიან შესამჩნევ რღვევას. თუ გახსოვთ ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობდით, რომ გამარჯვების გზა არ არის სტანდარტული, არ არის მარტივი, როდესაც იცი, რომ არჩევნებია და იქ მოიგებ და წავა ან რომ რევოლუციაა და იმ დღეს მორჩება. მაგრამ რაც არის კონკრეტული, მკაფიო და დამახასიათებელი დიქტატურებისთვის, ეს არის სისტემის რყევის და შესაბამისად, საბოლოო ჩამორღვევის გზა. სისტემის ჩამორღვევა, რომელიც ნამდვილად ჩანს და ჩანს იმაში, რომ ერთმანეთს მკვლელობას აბრალებენ, არის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ფიგურები, ეს აღარ არის რაღაც პატარა გადაადგილებები. ეს არის ნამდვილად რღვევა და ეს მოვიდა სამი კონკრეტული გზით. პირველი და ყველაფრის საფუძველი არის არაღიარება - ის, რომ პოლიტიკურმა კლასმა არ აღიარა არც ერთი თვალსაზრისით ეს ხელისუფლება, ამან შექმნა საფუძველი როგორც საერთაშორისო არაღიარების, ასევე საპროტესტო მოძრაობის, იმიტომ, რომ ამან არ მისცა საშუალება, რომ ამ მოპარული ხელისუფლებისთვის დაერქმიათ ხელისუფლება. ანუ არაღიარება არის ამ რღვევის საფუძველში. ამან შეუქმნათ მათ მუდმივი კრიზისი. მეორე და ალბათ, მთავარი, ეს არის პროტესტი, რომელიც მათ ეგონათ, რომ მინელდებოდა და არაფრით, არც ერთი ხერხით არ მინელდა. ესეც არის კრიზისის შენარჩუნების გზა. აქ ერთ რამეს მინდა რომ ხაზი გავუსვა - ხშირად ვამბობთ, რომ რა აზრი აქვს ამ აქციაზე რომ გავდივარ, რა აზრი აქვს კიდევ ერთხელ რომ გავალთ, რა აზრი აქვს სამასი ათასი ვიქნებით თუ ხუთასი ათასი, მაინც არაფერი არ იცვლება, რა აზრი აქვს პარლამენტში რომ არ შევედით, რა აზრი აქვს სანქცია რომ მიიღეს, ნახეთ აქ რა არის მთავარი გასაღები: ერთი გასვლით არ მთავრდება რეჟიმი, მაგრამ ამ გასვლათა ჯამით, ჯამით არაღიარების, დაუმორჩილებლობის, ამდენი დღე გასვლით, ეს ქმნის ერთად იმ ძალას, რომელიც სისტემას არღვევს. ანუ თქვენ დღეს რომ გახვედით, შეიძლება გგონიათ, რომ შედეგი არ მოაქვს, მაგრამ ეს იმ ყულაბაში იყრება, რომელიც სისტემას არღვევს. და, რა თქმა უნდა, მესამე და უმნიშვნელოვანესი ამ ბრძოლის ხერხებში არის საერთაშორისო სანქციები, ოღონდ საერთაშორისო სანქციები მოაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან და არ ვაღიარებთ და არის გაუთავებელი აქციები. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ გარდა ზოგადი შეფასებისა, რაც ხდება ახლა „ოცნებაში“, ყველა მოქალაქემ იამაყოს იმით, რომ მათი შეუპოვარი, რთული და ერთი შეხედვით ხელშეუხებელი, იმ წამს რომ ვერ იგრძნობ, ისეთი ბრძოლა, უკვე ნიშნებს ნამდვილად აჩვენებს, საბოლოო ჯამში, როცა იწყება რღვევა, ის გარდაუვალია, რომ დაასრულებს, რეჟიმს, უბრალოდ მოთმინებით უნდა გავაგრძელოთ იმავეს კეთება ბოლომდე“.- განაცხადა ხოშტარიამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია