ზაქრო გვიშიანი - 7 სექტემბერს დიდი ზეიმით აღვნიშნავთ დიუშენის ცნობიერების ამაღლების დღეს, რადგან საქართველომ ეს შეძლო და იქნება ინოვაციური მედიკამენტები, რაც არ არის ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში

7 სექტემბერს დიდი ზეიმით აღვნიშნავთ დიუშენის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, რადგან საქართველომ ეს შეძლო და იქნება ეს ინოვაციური მედიკამენტები, რაც არ არის ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში,- ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა, ჯანდაცვის მინისტრთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლებას საქართველოში ინოვაციური მედიკამენტების შემოტანის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„უკვე რამდენიმე დღეში იქნება მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში და ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა პაციენტს და ყველა მხარდამჭერს და მათ შორის მედიასაშუალების თითოეულ წარმომადგენელს, რადგანაც ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი და ყველა იყავით ჩვენს გვერდით. მეორე მედიკამენტთან მიმართებით, ვაფასებთ იმ დამოკიდებულებას, რასაც იჩენს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მისი გუნდი. ძალიან ფრთხილად ეკიდება იმ საკითხს, რომ იყოს ხარისხი სრულად დაცული, იყოს დროული მოწოდება და იყოს მოწოდების უწყვეტობა დაცული. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია - რაც არის ჩვენი ამოცანა, რომ იყოს დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობა, ეს პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების ხარისხთან და მის უწყვეტობასთან. დროში გასცდა იმ პერიოდს, რა პერიოდიც იყო „ჯივინოსტატთან“ მიმართებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია და სასიხარულოა, რომ უახლოეს პერიოდში ხელი მოეწერება ყველა იმ მოთხოვნის დაცვით, რაც არის მოწოდების უწყვეტობა, ხარისხი და დროული მოწოდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ინოვაციური მედიკამენტი, მკვიდრდება მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე და მისი თითოეული მოხმარება, შემოტანა და ხარისხი არის აუცილებლად კონტროლის ქვეშ გასატარებელი. ჩვენ მივესალმებით, რომ ეს მეორე მედიკამენტიც იქნება საქართველოში, ყველა პირობის დაცვით. შესაბამისად, 7 სექტემბერს, რომელიც არის დიუშენის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე, ჩვენ ვხვდებით ძალიან დიდი სიახლეებით“, - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია