დიუშენით დაავადებული ბავშვის დედა - მედიკამენტები მალე საქართველოში იქნება და ჩვენთვის ახალი ცხოვრების ხანა იწყება - ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან

მედიკამენტები მალე საქართველოში იქნება და ჩვენთვის ახალი ცხოვრების ხანა იწყება - ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მშობელმა, თაკო გოგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ეს არის ყველას ერთობლივი გამარჯვება".

„მარტივი არ იყო გზა, რომელიც გავიარეთ. იყო რთული დღეები, თუმცა გვიხარია, რომ ჩვენი მიზანი რეალობაში მოდის. ის, რაც წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა 1 წლის წინ, არის რეალობა. მედიკამენტი, რომელიც უმთავრესი იყო, ჩვენთან იქნება 7 ან 8 სექტემბერს, მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით კი პროცესები დასასრულს უახლოვდება. ეს ჩვენთვის არის უსაზღვრო სიხარული. ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან. ეს არის ყველას ერთობლივი გამარჯვება. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ - თითოეულ მხარდამჭერს, ჟურნალისტს. სექტემბერი ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულით დაიწყო, მედიკამენტები მალე საქართველოში იქნება და ჩვენთვის ახალი ცხოვრების ხანა იწყება," - განაცხადა თაკო გოგალაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. მისივე თქმით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტთან დაკავშირებით პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს