გიორგი სიორიძე - როდესაც გაფართოებაზე საუბრობს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, საქართველოს არც კი ახსენებს - ეს არის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკისა და რიტორიკის შედეგი

როდესაც გაფართოებაზე საუბრობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, საქართველოს არც კი ახსენებს, ეს არის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკისა და რიტორიკის შედეგი - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი განცხადება 2028 წელს განაცხადის განახლებასთან დაკავშირებით და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი.

„რამდენიმე წლის წინ საქართველო მოწინავე იყო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სამეულში. დღეს, სამწუხაროდ, საქართველომ ეს შანსი და პერსპექტივა დაკარგა. მაშინ, როდესაც გაფართოებაზე საუბრობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, საქართველოს არც კი ახსენებს, ეს არის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკისა და რიტორიკის შედეგი. მათ დაწვეს ყველანაირი ხიდი ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან. შესაბამისად, ნებისმიერი მათი განცხადება 2028 წელს განაცხადის განახლებასთან დაკავშირებით და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განახლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ამ რეჟიმის ცვლილების შემდეგ“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აღნიშნავს, რომ „აქტიურდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ მოამზადონ კავშირი საუკეთესოდ ახალი წევრების მისაღებად“.

„გაფართოებული ევროპა უნდა იყოს უფრო ძლიერი, რათა დაიცვას ჩვენი დემოკრატიული ფასეულობები შინ და უზრუნველყოს ჩვენი ინტერესები გლობალურად," - წერს მარტა კოსი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია