ქეთევან თურაზაშვილი - სახელმწიფო კრიზისშია და ეს კრიზისი გამოწვეულია „ოცნების“ მიერ - დღევანდელი ხელისუფლება ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა, ჩანიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და აარიდოს ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისი და სიდუხჭირე

სახელმწიფო კრიზისშია და ეს კრიზისი გამოწვეულია „ოცნების“ მიერ - დღევანდელი ხელისუფლება ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა, ჩანიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და აარიდოს ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისი და სიდუხჭირე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება და მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ.

ამასთან, თურაზაშვილი აღნიშნავს, რომ ფასების კომისია და ამ კომისიის „მიღწევები” ბლეფი იყო.

„ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკის შედეგად, ამ ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება. აქ, დეზერტირების ბაზარში, სადაც ფასები შედარებით დაბალია და სადაც მეტი მყიდველი უნდა მოდიოდეს, ყოველი მეორე გამყიდველი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მყიდველი ძალიან ცოტაა. ყიდულობენ ხილს და ბოსტნეულს ცალობით.

სახეზეა ორი საქართველო: ერთი, სადაც ადამიანებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის და მეორე, სადაც ადამიანების მცირე ჯგუფი ფუფუნებაში ცხოვრობს.

ძვირდება ყველა სახის პროდუქტი: პური, ხორცი, რძის პროდუქტები, ზეთი, ბოსტნეული, ადამიანები სეზონურ ხილს ვერ სინჯავენ. ძვირდება წამლები, კომუნალური გადასახადები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

მარტოხელა და მრავალშვილიან მშობლებს უჭირთ შვილების სასკოლოდ მომზადება. სტუდენტები ქირის და ცხოვრების ხარჯებს ვერ აუდიან. სოციალური ქსელი გადავსებულია დახმარების თხოვნებით. მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც კაპიკები მოუმატეს და ასევე ვეტერანები, შიმშილობენ. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანები, ვინც უფასო სასადილოში დადის… ხელისუფლების წარმომადგენლებს ვურჩევ, რომ ამ სასადილოებში მიბრძანდნენ და 1.70 თეთრად დამზადებული სადილი დააგემოვნონ…

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასების კომისია და ამ კომისიის „მიღწევები” იყო ბლეფი, ისევე როგორც „10 ლარიანი ხორცი”და „გაიაფებული კვერცხი”…

ამ ყველაფრის პარალელურად, შეგახსენებთ, რომ ღარიბი ხალხის მდიდარი ხელისუფლება, ათასობით ლარს იღებს ხელფასის სახით. პრემიერის, მინისტრების, დეპუტატების და მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა 50%, ზოგ შემთხვევაში 100%-ით და მეტით;

პასუხისმგებლიანი და ჭკვიანი ხელისუფლება დაწევდა საწვავზე აქციზის ფასს, შექმნიდა სამუშაო ადგილებს, გაზრდიდა პენსიას 1000 ლარამდე, მოიზიდავდა ინვესტიციებს, მაგრამ ყველაფერი ეს შეუძლებელია „ოცნების” პირობებში.

სახელმწიფო კრიზისშია, ეს კრიზისი გამოწვეულია „ოცნების” მიერ. შესაბამისად, დღევანდელი ხელისუფლება ვალდებულია, აიღოს ეს პასუხისმგებლობა, ჩანიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და აარიდოს ქვეყანას და ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო ღრმა კრიზისი და სიდუხჭირე,“ - განაცხადა თურაზაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია