დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება

დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

„პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მის ფარგლებში, თბილისის 9 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს სასკოლო მზაობის ჯგუფები. პროექტის მიზანია სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეტაპების ერთმანეთთან დაკავშირება. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობა დღეში შეადგენს 3 საათს. პროექტში ჩართულები არიან შემდეგი საჯარო სკოლები: 1. თბილისის აკაკი კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისის №8 საჯარო სკოლა; 2. ქალაქ თბილისის №132 საჯარო სკოლა; 3. ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლა; 4. ქალაქ თბილისის №145 საჯარო სკოლა; 5. ქალაქ თბილისის №168 საჯარო სკოლა; 6. ქალაქ თბილისის №215 საჯარო სკოლა; 7. ქალაქ თბილისის №169საჯარო სკოლა; 8. ქალაქ თბილისის №92 საჯარო სკოლა; 9. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №212 საჯარო სკოლა.

აღნიშნულ სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრაციის მსურველებმა, შესაბამისი განცხადება 12 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე, saagentoskancelaria@gmail.com “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია