დასავლეთმა გამოიგონა ახალი „ბოროტების ღერძი“, რომელიც შედგება რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან და მას „არეულობის ღერძს“ უწოდებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა, განაცხადა.
„შიდა პრობლემების გადაჭრაზე ძალისხმევის კონცენტრირების ნაცვლად, ევროპული ელიტები ევრაზიის სუვერენულ ძალებთან ურთიერთობებს ამწვავებენ. გამოიგონეს ახალი, ე.წ. ბოროტების ღერძი - ან, როგორც მას დასავლური სადაზვერვო სააგენტოები უწოდებენ, „არეულობის ღერძი“, რომლის შემადგენლობაში შედიან: ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა“, - აღნიშნა ნარიშკინმა.
ამასთან, მან ნატო რუსეთის სტრატეგიული გამოფიტვისა და შემდგომში მისი გაძარცვის მიზნით გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ნატო-ს შტაბ-ბინამ ჩაატარა როგორც რუსეთის, ასევე ნატო-ს შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადყოფნის ანალიზი. მთავარი დასკვნა იყო, რომ რუსეთის სამხედრო-ტექნიკური და მობილიზაციის პოტენციალის შეზღუდვის საუკეთესო გზა უკრაინის კონფლიქტის კიდევ უფრო გახანგრძლივებაა.
„ეს ფრაზა აშკარა აღიარებას ჰგავს. მაგრამ ვინ იყო ამ კონფლიქტის ინიციატორი? ვინ აიძულა კიევის რეჟიმი, 2014 წლის ივნისში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ აგრესია განეხორციელებინა? რა თქმა უნდა, „ჩვენ“ გვსურს, რომ უკრაინელებმა განაგრძონ რაც შეიძლება მეტი რუსის დახოცვა, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული გამოფიტვისა და შემდგომი ძარცვის იმედით - ეს არის ევროპის გეგმა A რუსეთისთვის“, - აღნიშნა ნარიშკინმა.