ვალერი გელბახიანი - ელისო კილაძემ თქვა, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ის მოწმედ დაკითხვას ითხოვს

ელისო კილაძემ თქვა, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. მოწმედ დაკითხვას ითხოვს,- ამის შესახებ ბრალდებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ელისო კილაძე ამბობს, რომ მას ლაზარე ჯორბენაძე გარდაცვალებამდე შეხვდა, საუბარი კი აგენტურულ საქმიანობაზე იყო.

„ელისო კილაძემ თქვა, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაციები შეიცავს დანაშაულებრივ ელემენტებსაც და მოსთხოვა პროკურორს, რომ დაიწყოს გამოძიება და ის დაკითხული იყოს მოწმედ. პროკურორმა ბრძანა, რომ ეს არ არის მისი პრეროგატივა, სხვა პროკურორი და საგამოძიებო უწყება იხილავს მას და მისწერეთ წერილობით ამ უწყებასო.

მან [ელისო კილაძემ] თქვა, რომ ის შემხვდა მე გარდაცვალებამდე, ჩემთან იყო და ჩაწერილიც მქონდა მასთან საუბარიო და საუბარი იყო აგენტურულ საქმიანობაზე. ალბათ, ეს აგენტურული საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს