„ძლიერი საქართველო - ლელოს“ იმერეთის რეგიონის პოლიტიკური გუნდი ქუთაისში გერმანიის საელჩოს კულტურის, პრესისა და პოლიტიკის ატაშეს შეხვდა

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ იმერეთის რეგიონის პოლიტიკური გუნდი ქუთაისში გერმანიის საელჩოს კულტურის, პრესისა და პოლიტიკის ატაშეს, რებეკა ლინჰოფს შეხვდა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო - ლელო" ავერცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელსაც „ძლიერი საქართველო - ლელო" ადგილობრივ საკრებულოებში მუშაობისას აწყდება. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ამასთან ერთად, „კოალიციის წარმომადგენლებმა გერმანიის საელჩოს ატაშეს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების შესახებ“.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას "ძლიერი საქართველო - ლელოს" იმერეთის რეგიონის პოლიტიკური კურატორი თორნიკე ართქმელაძე, ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ვანო კაპანაძე, სამტრედიის საკრებულოს წევრი გივი ჯულაყიძე, ჭიათურის საკრებულოს წევრი დავით ჭუმბურიძე და კოალიციის ტყიბულის ორგანიზაციის წევრი ლაშა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს