ანდრეი სიბიგა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის თავდასხმა სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენს - მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, პუტინის რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერონ

რუსეთის თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენს, რომელიც მტკიცე რეაგირებას მოითხოვს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოსკოვმა ეს დარტყმა მშვიდობისკენ ახალი მცდელობის დროს განახორციელა, რითაც გამოავლინა, რომ დიპლომატიას უარყოფს.

„ახლომდებარე ტერიტორიაზე მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - წმინდა სოფიას ტაძარი - ასევე რისკის ქვეშ აღმოჩნდა. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ცალსახად დაგმონ ეს ქმედებები და პუტინის რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერონ. ასევე მოვუწოდებთ იუნესკოს, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს და გააძლიეროს ძალისხმევა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, რომელიც საფრთხის ქვეშაა“, - აცხადებს სიბიგა.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ პოკლადის კაბინეტზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. დარტყმის დროს გენერალი კაბინეტში არ იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს