დენის კულანინი საქართველოდან გაემგზავრა

წარმოშობით რუსი აქტივისტი დენის კულანინი საქართველოდან გაემგზავრა. შესაბამის კადრებს დენის კულანინის ადვოკატი, ციალა რატიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავრცელებს.

ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ და სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა.

ცნობისთვის, დენის კულანინი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის იყო დენის კულანინი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს