ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე დარტყმაზე - ჩვენი რეაგირების გეოგრაფია განსაზღვრულია, დრო შეირჩევა შედეგების უზრუნველსაყოფად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ პოკლადმა რუსეთის მიერ უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე განხორციელებულ დარტყმაზე რეაგირებისთვის მზადების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„ალექსანდრ პოკლადმა, რუსეთის დარტყმებზე ჩვენი აქტიური რეაგირებისთვის მზადების შესახებ ანგარიში წარადგინა. ჩვენი რეაგირების გეოგრაფია განსაზღვრულია. დრო შეირჩევა შედეგების უზრუნველსაყოფად. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსულმა დრონმა დღეს კიევში, უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ პოკლადის კაბინეტს დაარტყა. თავდასხმის დროს პოკლადი კაბინეტში არ იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს