მარგუს ცაჰკნა - რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმები მოითხოვს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას, უფრო ღრმა იზოლაციას და მუდმივ ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაუსჯელობა არ გაბატონდეს

რუსეთმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბბინას დაარტყა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კულტურული ღირსშესანიშნაობის, წმინდა სოფიას ტაძრიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

„უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ესკალაცია და უპირატესად მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული რაიონის მიზანში ამოღება კიდევ ერთხელ ავლენს რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის აბსოლუტურ უგულებელყოფას და უკრაინის იდენტობის წაშლის მუდმივ კამპანიას“, - აცხადებს ცაჰკნა.

მისი თქმით, კრემლის მიზანი უცვლელი რჩება: მაქსიმალური ხოცვა-ჟლეტის განხორციელება, ტერორის დათესვა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დათრგუნვა.

„ესტონეთი ცალსახად გმობს ამ უკანასკნელ თავდასხმებს და მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. პასუხისმგებლობის დაკისრება უკომპრომისო უნდა იყოს. რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმები მოითხოვს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას, უფრო ღრმა იზოლაციას და მუდმივ ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაუსჯელობა არ გაბატონდეს“, - აცხადებს ცაჰკნა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს