ვოლოდიმირ ზელენსკი - სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტების დროს უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

„ამერიკელი წარმომადგენლები უახლოეს დღეებში უკრაინასა და რუსეთს ეწვევიან. დეტალები ამერიკის პრეზიდენტის გუნდიდან არის. დღეს განვიხილეთ, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვს ეწვევიან, კვირას კი კიევს. ჩვენ ამ ვიზიტისთვის ვემზადებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეხვედრა შედგა უკრაინის დიპლომატიურ გუნდთან, კერძოდ, მათთან, ვინც ამერიკულ მხარესთან მუშაობს.

„ისევე, როგორც ამერიკული მხარის წინა დიპლომატიური ვიზიტების დროს, ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას, რათა მომლაპარაკებლები უსაფრთხოდ ჩამოვიდნენ. ჩვენ მათზე ვღელავთ და არა რუსეთზე. ჩვენი მხრიდან საჰაერო დარტყმები არ იქნება და რუსეთმა ეს უნდა გაიმეოროს იმით, რომ მისი მხრიდან საჰაერო დარტყმები არ განხორციელდეს იმ პერიოდში, რაც საჭიროა ამ მოლაპარაკებების გასამართად და ამერიკული მხარის ვიზიტთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხების მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს