ვოლოდიმირ ზელენსკი - მარკ რუტეს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მხრიდან დარტყმების, ჩვენი თავდაცვის საჭიროებების და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მზადების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული დარტყმების, უკრაინის თავდაცვის საჭიროებების და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მზადების შესახებ ესაუბრა.

„ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს. მე მას მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მხრიდან დარტყმების, ჩვენი თავდაცვის საჭიროებების და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მზადების შესახებ“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ის და ალიანსის გენერალური მდივანი დიპლომატიაში პროგრესის საჭიროებას ერთნაირად ხედავენ.

„უახლოეს დღეებში დაგეგმილი შეხვედრები შეიძლება სასარგებლო იყოს. მეორეც, მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, რომ მოისმინეს ჩვენი საჭიროება თავდაცვის დაფინანსებაში არსებული ხარვეზის შევსების შესახებ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მარკმა მიამბო PURL ინიციატივის დაფინანსებასთან და უკრაინისთვის საჭირო Patriot-ის რაკეტებთან დაკავშირებით მის მიერ გამართული მოლაპარაკებების შესახებ“, - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია