უკრაინული მედია - ანტიკორუფციულმა ბიურომ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი დააკავა

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, ახორციელებს ოპერაციას კრიმინალური ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც უკრაინის გენერალური პროკურატურის თანამშრომელი ხელმძღვანელობს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, კრიმინალური ორგანიზაცია ჩართულია თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელის მფარველობასა და უკანონო აქტივების გათეთრებაში.

წყარომ, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელია, Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დააკავა გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერგეი კროპივა.

„გენერალური პროკურატურის თანამშრომელს, რომლის უკანონო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობაზე გამოძიება მიმდინარეობს, წინასწარი გამოძიების მთელი პერიოდის განმავლობაში უფლებამოსილება შეუჩერდება“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, სრულად ითანამშრომლებს ანტიკორუფციულ ორგანოებთან და მიაწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციას კანონის შესაბამისად.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს