საგარეო უწყება - მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ელჩთან - განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები, საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები. საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებს.

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გაესვა უსაფრთხოების გამოწვევებს და მშვიდობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს