CNN - გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა აფრიკის კავშირის ქვეყნების რეზოლუციის პროექტს, რომლითაც, მსოფლიოს რუკაზე ქვეყნებისა და კონტინენტების ზომები უფრო რეალურად იქნება ასახული.

რეზოლუციას მხარი 164-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ აშშ-მა მისცა, ხოლო ექვსმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა.

ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი მერკატორის კარტოგრაფიული პროექციის შეცვლას ითვალისწინებს, რომელსაც მსოფლიო რუკების უმეტესობა ეფუძნება.

როგორც CNN-ი წერს, მერკატორის პროექცია მსოფლიო რუკებისთვის ნაკლებად გამოსადეგია, რადგან მასშტაბებს არასწორად ასახავს. კერძოდ, ეკვატორიდან დაშორებული ქვეყნები უფრო დიდები ჩანან, ვიდრე ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნები. მაგალითად, მერკატორის პროექციაზე გრენლანდია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დიდი და აფრიკის კონტინენტის ზომის ჩანს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა