ათენის მახლობლად ბერძნული F-4-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბერძნული ორადგილიანი ავიაგამანადგურებელი F-4 Phantom-ი ავიაშოუს დროს ტანაგრას ავიაბაზაზე ჩამოვარდა.
ოფიციალური პირების ცნობით, პილოტების ბედი ჯერჯერობით უცნობია.
ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.