ალექსანდრ ვუჩიჩი საპარლამენტო არჩევნებში სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სერბეთის მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ ყრილობაზე გადაწყვიტა, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ალექსანდრ ვუჩიჩი - ერთიანი სერბეთი“ საარჩევნო სიით მიიღებს.
პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სერბეთის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი იქნება.
ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი წარდგენა დიდი პატივია.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს არის დაგეგმილი.