ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ რომ აშშ უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო პაკეტის“ შემუშავებაზე მუშაობს

აშშ „სამშვიდობო პაკეტის“ შემუშავებაზე მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომელიც სტივ უიტკოფთან ერთად ხელმძღვანელობს ამერიკულ დელეგაციას კიევში.

კუშნერის თქმით, იმედოვნებს, რომ მომავალი მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში შედგება უკრაინას, რუსეთს და აშშ-ს შორის.

სტივ უიტკოფმა კი აღნიშნა, რომ კმაყოფილია როგორც მოსკოვში, ასევე კიევში სამშვიდობო მოლაპარაკებებით და დასძინა, რომ აშშ იმედოვნებს, რომ ომთან დაკავშირებით „დიპლომატიურ გადაწყვეტას“ იპოვის და არა „კინეტიკურ გადაწყვეტას“.

როგორც ცნობილია, ამერიკის გუნდმა კიევის გარდა, ასევე, გამართა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ