სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევიდან გაემგზავრნენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, კიევიდან „უკრზალიზნიცის“ მატარებლით გაემგზავრნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია „უკრზალიზნიცის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სტივ ვიტკოფისა და ჯარედ კუშნერისთვის სპეციალური მატარებელი გაიგზავნა. მადლობა გადავუხადეთ მათ ვიზიტისთვის და ვუსურვებდით მალე დაბრუნებას და მოგზაურობის არეალის გაფართოებას, რათა სხვა ქალაქებსაც ჰქონდეთ მშვიდი შაბათ-კვირა", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებში.

შეგახსენებთ, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. მანამდე ისინი მოსკოვში იმყოფებოდნენ და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ