ირანის პარლამენტის თავმჯდომარე - ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმას ამიერიდან უფრო სწრაფი, მძიმე და მტკივნეული პასუხი მოჰყვება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, „სანამ ძალიან გვიან არ არის“ აშშ-მა უნდა გაიგოს, რომ თამაშის წესები შეიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ამიერიდან, ირანის ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმას უფრო სწრაფი, მძიმე და მტკივნეული პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ, განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გარეთ შეზღუდული ზონა უახლოეს დღეებში შეიქმნება.

მისი თქმით, ზონა მოიცავს სპარსეთის ყურის ტერიტორიებს. თავდაპირველად გეგმის შესახებ მცირე დეტალები იყო ცნობილი, თუმცა რეზაიმ განაცხადა, რომ ახალ ზონაში შემავალი ნებისმიერი გემი დასანქცირდება.

ირანის ეკონომიკის მინისტრმა ალი მადანიზადემ კვირას განაცხადა, რომ თეირანი აშშ-ის ეკონომიკურ ზეწოლაზე რეფორმებით რეაგირებას გეგმავს.

„ისინი საუბრობენ ეკონომიკურ ზეწოლასა და იზოლაციაზე, ფინანსური კავშირების გაწყვეტაზე და ფიქრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე ზეწოლით მათ შეუძლიათ შეცვალონ მისი ხალხის გადაწყვეტილებები. უნდა განვმარტო ერთი რამ: ირანის ეკონომიკის რეფორმირების პასუხისმგებლობა მის მთავრობასა და ხალხს ეკისრება და არა აშშ-ის ხაზინას“, - განაცხადა მადანიზადემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ