Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი

ბაზისბანკის სპონსორობით, 11 სექტემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის მასშტაბურ საოპერო გალას უმასპინძლებს.

“Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი” გამორჩეული კულტურული პროექტია, რომელიც გააერთიანებს საოპერო მუსიკის, თეატრალური დადგმის, ცოცხალი თხრობისა და უნიკალური საარქივო მასალის სინთეზს.

საღამოს თანაავტორი და წამყვანია ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც მაყურებელს უამბობს ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე - მათ პირველ შეხვედრაზე, მეგობრობაზე, სცენურ წარმატებებზე, განშორებასა და იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც ქართულ კულტურას დაუტოვეს.

საოპერო გალას სპეციალური სტუმარი იქნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომლის საერთაშორისო კარიერა მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებს უკავშირდება.

პროექტი “Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი” მაყურებელს ქართული ოპერის გამორჩეულ პერიოდში ამოგზაურებს. გააცოცხლებს ეპოქას, რომელმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას ჩაუყარა საფუძველი.

ბაზისბანკი აქტიურად დგას ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროში გამორჩეული ინიციატივების პოპულარიზაციის გვერდით და მხარს უჭერს სფეროს მნიშვნელოვან პროექტებს, რათა ქართულმა შემოქმედებამ ახალი ასპარეზი და აღიარება ჰპოვოს.

„Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი“ ა(ა)იპ „ოპერის საწყისები: სარაჯიშვილი & ინაშვილის“ პროექტია, რომლის მიზანია ქართული საოპერო მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით წარმოჩენა, ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა და ქართული ოპერის საერთაშორისო კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერება.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში