მედია - კაია კალასმა, ევროკავშირის ქვეყნების ზეწოლის გამო, თავდაცვის ახალი ჯგუფის შექმნა გააუქმა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა გაეუქმებინა ახალი მაღალი დონის ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები უნდა შესულიყვნენ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს შეიძლება კიდევ ერთი დარტყმა აღმოჩნდეს ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა Politico-ს განუცხადა, რომ გაუქმების მიზეზი ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა იყო.

„ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ მიიჩნია, რომ ეს ამ ეტაპზე სწორი გზა არ იყო. მინისტრებთან გარკვეული განხილვის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ინიციატივა არ გაგვეგრძელებინა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ახალ გზებს ვეძებთ“, - აღნიშნა წყარომ.

პრეზენტაცია ბრიუსელში, სოლვეის ბიბლიოთეკაში, დღეს უნდა გამართულიყო და მას ევროკავშირის ინსტიტუტების, ანალიტიკური ცენტრების, აკადემიური წრეებისა და ნატო-ს დაახლოებით 150 წარმომადგენელი უნდა დასწრებოდა.

ინიციატივა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAS) ხელახლა ამოქმედების ძალისხმევის ნაწილი უნდა ყოფილიყო. სამსახურს ახალი ხელმძღვანელი გუნდი ჰყავს, მათ შორის ახალი გენერალური მდივანი - ნიდერლანდების თავდაცვის ყოფილი მინისტრი კაისა ოლონგრენი, და თავდაცვის მიმართულებაზე პასუხისმგებელი ახალი გენერალური მდივნის მოადგილე - ნატო-ში საფრანგეთის ყოფილი ელჩი დევიდ კვაში.

თავიდანვე ზოგიერთი დიპლომატი აცხადებდა, რომ არსებობდა მაღალი რისკი, რომ ახალი ჯგუფის საქმიანობას ევროკომისიის მუშაობა, განსაკუთრებით კი თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის, ანდრიუს კუბილიუსის საქმიანობა, გადაეფარა.

ზოგიერთი დიპლომატის თქმით, ინიციატივის გაუქმების გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რამდენიმე დედაქალაქში სათანადო მოსამზადებელი სამუშაოებისა და კოორდინაციის ნაკლებობა გახდა. თუმცა, ევროკავშირის მეორე ოფიციალურმა პირმა ეს ვერსია უარყო და განაცხადა, რომ ინიციატივის გაუქმება იტალიის შიდა პოლიტიკაში წარმოქმნილმა პრობლემამ, კერძოდ კი ჯგუფის შესაძლო წევრების თაობაზე დავამ გამოიწვია.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი