ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - მგონი, ამ ხალხს ოპოზიციას დიდი დახმარება არ სჭირდება, ისედაც კარგად უპირისპირდებიან ერთმანეთს

მგონი, ამ ხალხს [ოპოზიციას] დიდი დახმარება არ სჭირდება, ისედაც კარგად უპირისპირდებიან ერთმანეთს, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის და პარტია „ახლის“ წარმომადგენლის, თენგო თევზაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „იაგო ხვიჩიასთან ერთად, ანა წითლიძის ამოცანაა, ქართულ პროდასავლურ ძალებში დაპირისპირება შეიტანოს“.

პრემიერის თქმით, დასუსტებულია ოპოზიცია, თავიდან ბოლომდე არიან გადასულები ერთმანეთთან დაპირისპირებაზე,

„მგონი, ამ ხალხს დიდი დახმარება არ სჭირდება, ისედაც კარგად უპირისპირდებიან ერთმანეთს. იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, თავიდან ბოლომდე არიან გადასულები ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, რაც კარგია. ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა ერთმანეთიც აღარ მოსწონთ. ეს არის იდეალური მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელსაც ფორმალურად ერქვა აქამდე ოპოზიცია და სინამდვილეში ყოველთვის იყო უცხოური აგენტურა“, - აღნიშნა პრემიერმა,

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ