რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი - AfD-მა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - გერმანიამ გაიღვიძა, დამცირებული მერცი ახლახან სტარმერი გახდა

პრაგმატული AfD-ის („ალტერნატივა გერმანიისთვის”) ისტორიული გამარჯვება, რომელიც მიგრაციას კონტროლს დაუქვემდებარებს, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - გამარჯვებას.

მისი მტკიცებით, AfD-ის ისტორიული გამარჯვება ამცირებს გერმანიის მმართველი კოალიციის „ამპარტავნებას, ვიწრო აზროვნებას, ომის წამქეზებლობას, უუნარობასა და თვალთმაქცობას“.

„გერმანელებმა თავისი სიტყვა თქვეს და გერმანიამ გაიღვიძა. დამცირებული მერცი ახლახან გახდა სტარმერი“, - წერს კირილ დმიტრიევი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „გონიერების, თანამშრომლობის, სიმართლისა და იმედის პარტიაა გერმანიისთვის“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა