დონალდ ტუსკი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვებაზე - მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ AfD-ის ტრიუმფით

პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ გერმანიაში AfD-ის („ალტერნატივა გერმანიისთვის“) ტრიუმფით, - ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - გამარჯვებას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას ევროპისთვის „ძალიან შემაშფოთებელი“ სიგნალი უწოდა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ არჩევნების შედეგებს „საშინელი ამბავი“ უწოდა.

„საშინელი ახალი ამბავი, რადგან ის ეხება პოლიტიკურ ძალას, რომელიც ლიბერალურ და დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.

საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჯამინ ჰადადმა, გამარჯვება შეაფასა, როგორც “სერიოზული მომენტი ევროპაში“ და განაცხადა, რომ „ნაციონალიზმი და ქსენოფობია არასდროს იქნება გამოსავალი“.

მისი განცხადებით, პოლიტიკოსებმა „თავმდაბლობით უნდა მოუსმინონ“ საზოგადოებაში არსებულ გაბრაზებას, შიშსა და წუხილს და ამ პრობლემებს სათანადო პასუხი გასცენ.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, როლან ლესკურის თქმით, ევროპა კონტინენტზე „პოპულისტური ტალღის ფონზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას“.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ