პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და ახალი სახელი „თავისუფალი ხალხის პარტია“ იქნება

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და ახალი სახელი „თავისუფალი ხალხის პარტია“ იქნება.

როგორც პარტია განმარტავს, არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ მათ „ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც მათთან და არც თავისუფლებასთან“.

მათივე განცხადებით, აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რათა „ეს დასრულდეს და დაირქვან ის, რაც რეალურად არიან.“

„ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით.

„გირჩი“ იმიტომ დავირქვით, რომ თავისუფლების იდეა გამოგვესახა ნეიტრალურ საგანში, რომელიც ხალხისთვის მარტივად დასამახსოვრებელი იქნებოდა.

ალბათ, წარმატებული გამოვიდა, ვინაიდან, ჩვენ გარდა, ბოლო წლებში კიდევ ორ პარტიას დაერქვა ეს სახელი (თან არცერთს არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფლებასთან).

ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაუგებრობას შესანიშნავად იყენებენ და ხან რას გამოაცხადებენ ჩვენს ნათქვამად თუ პოზიციად და ხან - რას.

არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ ჩვენს ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც ჩვენთან და არც თავისუფლებასთან.

ეს ყველაფერი ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნის ჩვენზე და, ამავდროულად, აზიანებს იმ იდეას, რის გამოც თავის დროზე ჩვენი პარტია შეიქმნა.

გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი - დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: „თავისუფალი ხალხის პარტია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ