„ბიბლუსში“ 9 სექტემბერს თიბისი განაწილებით გადახდისას მომხმარებლები 50 ლარის ქეშბექს მიიღებენ

9 სექტემბერს „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებში მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. თიბისი განაწილებით მინიმუმ 150 ლარის გადახდის შემთხვევაში ისინი 50 ლარის ქეშბექს მიიღებენ.

აქციის ფარგლებში შეძენილი ნივთების ღირებულების 4 თვემდე, დამატებითი გაძვირების გარეშე, გადანაწილებაა შესაძლებელი, ეფექტური 0%-ით. ამასთან, მომხმარებლებს, რომლებიც თიბისი განაწილების სერვისს პირველად იყენებენ, ნივთის საფასურის 6 თვემდე, გაძვირების გარეშე, გადანაწილების შესაძლებლობა აქვთ, ეფექტური 0%-ით.

შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ 9 სექტემბერს და ვრცელდება „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებში თიბისი განაწილებით განხორციელებულ გადახდებზე. პირობების მიხედვით, 50 ლარის ქეშბექი მომხმარებლებს 30 სექტემბრამდე პერიოდში დაუბრუნდებათ.

აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც წიგნების, ისე სასკოლო და საკანცელარიო პროდუქციის შეძენა. შეგახსენებთ რომ „ბიბლუსი“ გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის, ზურგჩანთების განახლებულ კოლექციას, რვეულებს, კალმებს, ბლოკნოტებს, პენლებს და ათობით დასახელების სხვა ნივთს, რომელიც ერთ სივრცეში დაგხვდებათ.

ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია:

  • საქართველოს ნაკრების თემატიკის სასკოლო სერიები;
  • ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ესპანური ბრენდის, „მილანის“, ახალი კოლექცია;
  • „ბიბლუსის“ ბრენდის PONTO-ს მრავალფეროვანი პროდუქცია;
  • პოლონური ბრენდის, PASO-ს, მაღალი ხარისხის ზურგჩანთები, პენლები, ლანჩბოქსები და წყლის ბოთლები;
  • CENTRUM-ის სასკოლო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი.

(R)

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი